კასპის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი მოკლა
1.24K
0
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ. ქმარმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.