1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ჯო ბაიდენი  2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

281
0

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებ კენჭისყრას, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ ამის გამოცხადებისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მედიის ცნობით, ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად აპირებს კენჭისყრას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ბაიდენის მეორე ვადით კენჭისყრისთვის საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.