1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი

ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი

82
0

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორ ყაველაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ აშშ-თან ურთიერთობები დინამიკურად გაგრძელდება.

„შესაძლებლობა გვქონდა, რომ გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. იცით, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციასთან გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მათ შორის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების ნაწილში. ჯეი დი ვენსმა კარგი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მან იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ შეხვედრის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.