1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას -სოფო ჯაფარიძე
ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას -სოფო ჯაფარიძე

ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას -სოფო ჯაფარიძე

116
0

ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ.

„ეს არის ივანიშვილის მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი. ამ შენობაში ყველაფერია, გარდა სამართლისა, ყოველდღიურად ვუყურებთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და ამას აღიარებს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ივანიშვილი მას ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს. ვერ პატიობს იმას, რომ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა. დროშა, რომელსაც დღეს ივანიშვილი და მისი გუნდი ფეხქვეშ თელავს და ვერ პატიობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აქ მოვედი სოლიდარობისთვის, რადგან ამ შენობაში შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ მოსამართლეები გამოიტანენ ობიექტურ განაჩენს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.