1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იტალიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

253
0

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 400 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც ანკონისა და პეზარო-ურბინოს პროვინციების რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა.

სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.