1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ისრაელში, საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ისრაელში, საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ისრაელში, საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

293
0

ისრაელში, საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვის ჩამოგდების შედეგად საელჩოს შენობა არ დაზიანებულა და თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.