ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს მიაღწია
441
0
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 300-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის დროს გატაცებული და ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150 ადამიანის ბედი ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია.
ამასთან, დაშავებულია დაახლოებით 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 1 200 ადამიანი ემსხვერპლა