1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 13 დასახლება დაიკანონა
ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 13 დასახლება დაიკანონა

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 13 დასახლება დაიკანონა

356
0

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 13 დასახლება დაიკანონა. ამ ინიციატივით ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრიჩი გამოდიოდა, რომლის თქმითაც, ამ ტერიტორიების დასახლებულ პუნქტებად ლეგალიზება აქ მცხოვრებთა მდგომარეობას შეამსუბუქებს.

მედია აღნიშნავს, რომ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და იქ საკუთარი მოქალაქეების შესახლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა.

2024 წელს იუდეასა და სამარიაში 9971 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გაიცა ნებართვა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი გაცემული ნებართვების რიცხვმა წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა. მხოლოდ იანვრიდან მარტამდე პერიოდში 10 503 ახალი სახლის მშენებლობის გეგმა დამტკიცდა.