ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ შტაბბინები გაანადგურეს
262
0
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ შტაბბინები გაანადგურეს, რომელთაც ტერორისტული დაჯგუფებები თავდასხმების კოორდინირებისთვის იყენებდნენ.
სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა ასევე დაჯგუფებების საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტებიც.
ისრაელის საპასუხო საჰაერო იერიშების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 300-ს, დაშავებულთა ოდენობა კი 2000-ს აჭარბებს.