ისრაელიდან მორიგი ავიარეისით საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა
1.27K
0
ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისი განხორციელდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.
მათი ინფორმაციით, ისრაელში ვითარება კონტროლის ქვეშაა და ქალაქებში ამ დროისთვის სიმშვიდეა. საქართველოს მოქალაქეების თქმით, ხდება ახალგაზრდების მობილიზება და გაწვევა.
ისრაელიდან დაბრუნებული მგზავრები აცხადებენ, რომ ძირითადად დარტყმა თელ ავივმა და აშტოცმა მიიღო.
ისრაელიდან დაბრუნებულმა ქართველებმა გაწეული დახმარებისთვის საქართველოს ელჩს ისრაელში მადლობა გადაუხადეს. მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს დამატებითი რეისი დაინიშნა.