1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა”-რომის პაპი
“ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა”-რომის პაპი

“ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა”-რომის პაპი

201
0

ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.

„ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ის გლობალურია. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, – აღნიშნა პაპმა.

მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ ომი მალე დასრულდება.

„რაც შემიძლია, ვაკეთებ. ისინი არ უსმენენ. რაც ხდება უკრაინაში, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია და ეს არის ის, რასაც მე გამუდმებით ვგმობ“, – აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, მზადაა ყველა მიიღოს და მოუსმინოს.

„ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მესამედ გამომიგზავნა თავისი რელიგიური მრჩეველი. კონტაქტი მაქვს, ვიღებ ხალხს, ვეხმარები“, – აღნიშნა პაპმა.