1. Home
  2. TOP სიახლე
  3. IRI – მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“
IRI – მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“

IRI – მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“

163
0

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, 14 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“-  ერთი პროცენტი.

„პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტი ნაკლები დაუჭერდა მხარს.

გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.

ამასთან, კითხვაზე, გჯერათ, რომ სულ მცირე ერთი პარტია მაინც საქართველოში გამოხატავს თქვენს ინტერესებს, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ დიახ, სულ მცირე ერთი პარტია მაინც გამოხატავს მის ინტერესებს სრულად, 29 პროცენტი კი ამბობს, რომ სულ მცირე ერთი ან მეტი პარტია გამოხატავს მის ინტერესებს. გამოკითხულთა 42 პროცენტი კი აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს. კითხვაზე პასუხი არ იცის, გამოკითხულთა ოთხმა პროცენტმა.

ამასთან, კითხვაზე ენდობით თუ არ ენდობით საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, 13 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა, 46 პროცენტი ამბობს, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა, 39 პროცენტი კი ამბობს, რომ არ ენდობა. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ორმა პროცენტმა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.