1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი

ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი

71
0

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირან-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო მნიშვნელობის რეგიონულ საკითხებზე სიამოვნებით ურთიერთობს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან. აბას არაღჩიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისი თქმით, საუბარში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ირანის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღის ქონა არასდროს უცდია. აბაღჩიმ განაცხადა ისიც, რომ ირანი სამართლიანი ბირთვული შეთანხმების მისაღებად მზადაა.

„საუბარში კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს მოიცავს „ბირთვული იარაღის არარსებობის” უზრუნველყოფას და სანქციების მოხსნის გარანტიას. სხვა მოძმე მეზობლებთან ერთად, თურქეთმაც გააფართოვა კეთილი ნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლიერია და მიესალმება ასეთ ძალისხმევას”, – წერს აბას არაღჩი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თეირანი რეგიონის სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა. მისივე თქმით, ირანი მზადაა, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დაიცვას, ასევე დაიცვას რეგიონი „უკანონო აგრესიისგან”.