
ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გამოიწვია
ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან საკუთარი ელჩები გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ირანელი დიპლომატები კონსულტაციების მიზნით სამშობლოში დაბრუნდებიან.
ელჩების გამოწვევის მიზეზად თეირანში გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებენ, რომლებიც ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის მცდელობას უკავშირდება.
„სამი ევროპული სახელმწიფოს ქმედებების საპასუხოდ გაააქტიურონ „ბირთვული შეთანხმებაში“ გაწერილი დავების დარეგულირების მექანიზმი და სცადონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციებს განახლება, ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან საკუთარი ელჩები თეირანში გამოიწვია“, – ნათქვამია ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც 26 სექტემბერს რუსეთმა და ჩინეთმა სცადეს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების აღდგენის გადავადება, თუმცა მათ წინადადებას გაერო-ს უშიშროების საბჭოში მხარი არ დაუჭირეს.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ევროპულ სახელმწიფოებსა და ირანს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანის წინააღმდეგ უფრო ფართო სანქციები დაწესდება.