1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ირანის თავდასხმა კატარზე როგორც აიათოლა ალი ჰამენეის ბალანსირება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის”-The Daily Telegraph
“ირანის თავდასხმა კატარზე როგორც აიათოლა ალი ჰამენეის ბალანსირება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის”-The Daily Telegraph

“ირანის თავდასხმა კატარზე როგორც აიათოლა ალი ჰამენეის ბალანსირება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის”-The Daily Telegraph

724
0

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ირანის თავდასხმა კატარზე როგორც აიათოლა ალი ჰამენეის ბალანსირება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის“ (ავტორი – დევიდ ბლერი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სპარსეთი ყურის ყველა ქვეყნის მონარქიებიდან ირანის მიმართ განსაკუთრებულ პრაგმატულობას კატარის მმართველები ამჟღავნებდნენ და ცდილობდნენ თეირანთან ნაკლებად დაძაბული პოლიტიკა გაეტარებინათ, მაგრამ 23 ივნისს მომხდარ ფაქტზე ამ გარემოებას რაიმე მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია, როცა ირანული რაკეტები კატარის დედაქალაქის დოჰას ცაზე გამოჩნდნენ.

საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებული საემიროებს ირანული წარმოების რაკეტებთან მიმართებით მწარე გამოცდილება აქვთ – ირანი იარაღს იემენელ ჰუსიტებს აწვდის, ისინი კი შემდეგ ამ რაკეტებით საუდის არაბეთისა და საემიროებისაკენ უშვებენ. მაგრამ ორშაბათს პირველად მოხდა, რომ რაკეტები კატარისაკენ თვითონ ირანმა გაუშვა. ეს შემთხვევა, რომ კატარი ირანის სამიზნე გახდა, მოწმობს იმას, რომ ირანი მზადაა ესკალაციაზე წავიდეს.

მართალია, ირანმა წინასწარ განაცხადა, მის მიერ გაშვებული რაკეტები „კატარის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის დასაბომბად არის განკუთვნილი და მოძმე კატარს არ ვემუქრებითო“, აიათოლა ალი ჰამენეი მიანიშნებს, რომ ისრაელის გარდა მას სხვა სამიზნეებიც აქვს, იგი მზადაა უშუალო მეზობლებსაც დაემუქროს, იმ სახელმწიფოს (კატარის) ჩათვლით, რომელიც არასდროს არ წყვეტდა კავშირებს ირანთან.

ალი ჰამენეის თვალსაზრისით, ირანის გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია – კატარის ტერიტორიაზე განლაგებულია აშშ-ის ყველაზე მსხვილი სამხედრო-საჰაერო ბაზა ახლო აღმოსავლეთში – „ალ-უდეიდი“, რომლის მეშვეობით აშშ-სა და მისი მოკავშირეების საჰაერო რეგიონული ოპერაციები ხორციელდება. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტი, რომელსაც ხშირად იყენებენ როგორც აშშ-ის, ისე დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები. ალი ჰამენეისათვის „ალ-უდეიდი“ აშკარად მნიშვნელოვანი სამიზნე იყო პასუხის გასაცემად იმისთვის, რომ ამერიკამ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

ესკალაციის მიღწევა სხვადასხვა წესებით შეიძლება. არსებობს იმის ნიშნები, რომ ირანმა კატარზე დარტყმა საგულდაგულოდ დაგეგმა, სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით. ისევე როგორც სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებს, კატარსაც თანამედროვე რთული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა აქვს და მისი გარღვევისათვის ირანს ათობით და ასობით სარაკეტო ზალპი დასჭირდებოდა. ირანისათვის უკეთესი იქნებოდა ამერიკული ბომბების ჩამოყრისათვის მის ბირთვულ ობიექტებზე ასევე ბომბების ჩამოყრით ეპასუხა კატარში, მაგრამ თეირანს ბომბდამშენი ავიაცია არ აქვს და ამიტომ სარაკეტო შეტევით დაკმაყოფილდა. ამასთან, თეირანმა კარგად იცოდა, რომ აშშ-ის ბაზა უკვე ევაკუირებული იყო და ისიც, რომ კატარის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა მის რაკეტებს აუცილებლად მოიგერიებდა.

შესაბამისად, ირანმა იმდენი რაკეტა გაუშვა, რამდენსაც „მოძმე“ კატარი მოიგერიებდა. თეირანს აშშ-ის ბაზაზე შეტევა ჩაეთვალა (იმიჯის შესანარჩუნებლად), მაგრამ არავინ არ დაზარალებულა – არც აშშ და არც კატარი, ყველა ირანული რაკეტა ჰაერში ფრენის დროს იქნა „დაჭერილი“ და უვნებელყოფილი.

დიახ, დოჰას ცაზე ღამით დიდი სამხედრო ფეიერვერკი განხორციელდა, მაგრამ ეს არ იყო ირანის ტოტალური შეტევა. ის, რომ ირანმა „მოძმე“ კატარი და ამერიკაც წინასწარ გააფრთხილა, იმაზე მეტყველებს, რომ თეირანმა ფრთხილი და აწონილ-დაწონილი ესკალაცია შეარჩია. ირანი იმედოვნებს, რომ აშშ მხედველობაში მიიღებს მის მოკრძალებულ მოქმედებას. [პარადოქსია, მაგრამ ომებში ასეც ხდება]: მართლაცდა, დონალდ ტრამპმა მადლობა უთხრა ირანს წინასწარი გაფრთხილებისათვის და „სუსტი საპასუხო დარტყმისათვის“. ეს იმას მოწმობს, რომ თეთრ სახლში აიათოლას სიგნალი მიიღეს და გაიგეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: