ირანელ მესაზღვრეებსა და თალიბებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
ირანელ მესაზღვრეებსა და თალიბებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.
BBC-ის ცნობით, ავღანეთის მმართველ თალიბებს და ირანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება ავღანეთის ნიმროზის პროვინციასა და ირანის ჰირმანდის რეგიონს შორის ტერიტორიაზე მოხდა.
ინციდენტში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ირანული მხარე მსხვერპლს არ ადასტურებს.
“ჩვენ ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი გვყავს”, – განაცხადა ნიმროზის პოლიციის სპიკერმა.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა განაცხადა, რომ ბრძოლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანის ძალებმა თავიანთი დროშის აღმართვა სცადეს იმ “რაიონში, რომელიც ავღანეთის ტერიტორია არ არის”.
ირანული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბებმა დროშის აღმართვა ისეთ ზონაში სცადეს, რომელიც ავღანეთს არ ეკუთვნის.
ანალოგიური ინციდენტი გასულ თვეშიც მოხდა. მაშინ დაპირისპირებას ირანელი მესაზღვრე ემსხვერპლა.