ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა
359
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი.
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.