1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა

79
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის” ისტორიული – 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით განხორციელებული თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი და სხვა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში.

შეხვედრას, რომელიც აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.