1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა – შსს-ში აცხადებენ, რომ ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად დაინიშნა
ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა – შსს-ში აცხადებენ, რომ ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად დაინიშნა

ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა – შსს-ში აცხადებენ, რომ ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად დაინიშნა

108
0

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა.

შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ირაკლი დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს.

ამ დროისათვის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც ირაკლი დგებუაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე 2022 წლიდან იმყოფებოდა.

გამოძიების თანახმად, ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად არის ცნობილი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე [ირაკლი დგებუაძეზე] თავდასხმას ედავება.