1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Independent-მა 2026 წლის 7 საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა
Independent-მა 2026 წლის 7 საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა

Independent-მა 2026 წლის 7 საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა

82
0

მაღალრეინტინგულმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა. გამოცემის მოგზაური ექსპერტის ლორენ ტეილორის თქმით, ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება.

Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველო მალიორკას, აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა. 

„EasyJet-მა წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. ამას დაემატება ახალი ავიარეისები, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით“.

Independent-ის სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად აღწერილია თბილისი.

„თბილისი ამაყობს პარკებით, ქვაფენილით მოკირწყლული ისტორიული, ძველი ქალაქის ქუჩებითა და გოგირდის აბანოებით. საქართველოს დედაქალაქის გარეთ უძველესი მონასტრები და საკათედრო ტაძრები, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული გელათის მონასტერია ქუთაიაში. როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელმა, ტომ ბარბერმა მითხრა საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და ის ძალიან პოპულარული გახდება. როგორც ტომი გვეუბნება ყველა, ვისაც საქართველოში ვაგზავნით, ამბობს, რომ საოცარი ქვეყანაა. ქართველებს უგემრიელესი სამზარეულო და მსოფლიოში უძველესი ღვინის ინდუსტრია აქვთ, რომელიც 8000 წლისაა“,-წერს ბრიტანელი სამოგზაურო ექსპერტი Independent-ის სტატიაში.