“იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ”- ლავროვი
360
0
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვმს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის „კონტაქტები აქტიურად ვითარდება“.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ“, – განაცხადა ლავროვმა.