1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში-ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში
 იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში-ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში

 იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში-ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში

151
0

ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი გარეტ უორდი, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბოდლის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც უორდროპისეულ კოლექციაში მე-17 საუკუნის ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ინახება.

გარეტ უორდმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიმართავს.

„მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გარეტი, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში. მალე დავიკავებ ჩემს თანამდებობას თბილისში, მაგრამ ახლა ვიმყოფები ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკასთან ახლოს, სადაც ინახება საქართველოს გარეთ ყველაზე დიდი ხელნაწერთა კოლექცია. ამ კოლექციამ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. აქ ვნახე ორი ხელნაწერი. ეს არის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ეგზემპლარი და წავიკითხე ამ პოემის ინგლისური თარგმანი, ეს არის საოცარი ეგზემპლარი. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ისტორია და კულტურა აერთიანებს და იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში“ , – აღნიშნა გარეტ უორდმა.

https://www.facebook.com/watch/?v=7791387750910854&t=0