1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ, სავარაუდოდ, მოლანდებები დაეწყოთ“- თორნიკე ჭეიშვილი
„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ, სავარაუდოდ, მოლანდებები დაეწყოთ“- თორნიკე ჭეიშვილი

„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ, სავარაუდოდ, მოლანდებები დაეწყოთ“- თორნიკე ჭეიშვილი

302
0

„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ, სავარაუდოდ, მოლანდებები დაეწყოთ“, – ასე გამოეხმაურა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, რომ ოპოზიციამ შემოდგომაზე პარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნები საკუთარი ძალით, ტელეფონებით ჩაატაროს.

„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ, სავარაუდოდ, მოლანდებები დაეწყოთ, სხვანაირად არ შეიძლება აიხსნას ის აბსურდული განცხადებები, რასაც ისინი აჟღერებენ. როგორიც არ უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება, განწირული იქნება მეათე, საიუბილეო პოლიტიკური კრახისთვის“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.