1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

306
0

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც სტოლტენბერგმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაცია ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საშიშროებას წარმოადგენს. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ატომური სადგურის ტერიტორიის უკრაინული ძალების წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების განხორციელებისთვის პლატფორმად გამოყენება.

„ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საშიშროება, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა ვართ, ახლა არის ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი სიტუაცია ზაპოროჟიეში, სადაც რუსეთის სამხედრო დანაყოფებს რამდენიმე თვეა, დაკავებული აქვთ ობიექტი და აკონტროლებენ მას. ახლა ისინი ბირთვული სადგურის გარშემო ტერიტორიას იყენებენ პლატფორმად უკრაინულ ძალებზე საარტილერიო თავდასხმების განსახორციელებლად და ეს არის უგუნური და უპასუხისმგებლო ქმედება. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საერთაშორისო ინსპექტორების დაშვების მნიშვნელობას. ეს ასევე აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთმა გაიყვანოს თავისი ძალები და არ გამოიყენოს ბირთვული ელექტროსადგური და მის გარშემო ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების განსახორციელებელ პლატფორმად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა.