1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ჰუსიტების“ განცხადებით, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
„ჰუსიტების“ განცხადებით, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

„ჰუსიტების“ განცხადებით, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

821
0

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელში, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

 

დაჯგუფების სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის თქმით, თავდასხმა რაკეტა „პალესტინა-2”-ით განხორციელდა.

 

მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ რაკეტა მანამდე მოიგერია, სანამ ის ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდოდა.

 

ანასთან, იაჰია სარის თქმით, ისინი ასევე თავს დაესხნენ ამერიკულ ავიამზიდ USS Harry S. Truman-ს.