1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჰონგ-კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
ჰონგ-კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

89
0

 ჰონგ-კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 44 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.

 30-მდე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომპლექსის 900-მდე მაცხოვრებელი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.

საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე ბინას ითვლის. კომპლექსში 4 600 ადამიანი ცხოვრობს.

მედიის ცნობით, შენობებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთი ფანჯარა დალუქული იყო, ხოლო სახანძრო სიგნალიზაცია გამორთული, რადგან მუშები რეგულარულად იყენებდნენ სახანძრო გასასვლელებს.

რვა შენობიდან ოთხში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა დანარჩენ შენობებში კვლავ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

ჰონგ კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და ინჟინერ – კონსულტანტი დააკავა.

პოლიციაში განმარტავენ, რომ შენობების ფანჯრებზე აღმოაჩინეს ქსელი და გარკვეული მასალები, რომლებიც არ არის ცეცხლგამძლე. სამართალდამცავები თვლიან, რომ ცეცხლის სწრაფად გავრცელების მიზეზი სწორედ აღნიშნული სამშენებლო მასალები გახდა.