პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1987 წელს დაბადებული ო.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის […]

“გადაარჩინა თუ არა თურქეთი  ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ… ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ”-თურქული პრესა

Editor Dali
0
 „გადაარჩინა თუ არა თურქეთი  ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ… ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია თურქულ გაზეთ „ევრენსელში“ (Evrensel), რომლის ავტორის, პოლიტიკური მიმომხილველისა და ექსპერტის ერენ იუჯებოის აზრით,  ალიანსის წევრობა თურქეთისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმამ და მასთან […]

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო […]

 “რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა”-Financial Times

Editor Dali
0
 “რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა” – ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორი, ჟურნალისტი ქრისტოფერ მილერი კიევში იმყოფება. პუბლიკაციაში გადმოცემულია მიმდინარე მოვლენებისა და შექმნილი სიტუაციის მიმოხილვა. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: რუსეთმა 16 აპრილს, ღამით, უკრაინაზე, ომის დაწყებიდან ერთ-ერთი უძლიერესი ინტენსიური საჰაერო შეტევა განახორციელა – დაბომბა კიევი, დნიპრო, […]

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

Editor Dali
0
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს. თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო […]

ირაკლი კობახიძე – საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

Editor Dali
0
საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე – „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის და […]