სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Editor Dali
0
28 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სადაზღვევო კომპანია Wizer-ის დირექტორმა მაია კალანდაძემ და JPD Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას სადაზღვევო და იურიდიულ სექტორებს შორის, რაც მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე ინოვაციური სერვისის დანერგვას და სადაზღვევო პაკეტში სრული იურიდიული დაზღვევისა და სამართლებრივი მხარდაჭერის ინტეგრირებას და მოიცავს როგორც პრევენციას (დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების შედგენა), […]

როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ თვალის ბაქტერიულ ინფექციას სწორად

Editor Dali
0
ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა თვალში „ქვიშის შეგრძნება“ გვაწუხებს, ან სარკეში ჩახედვისას შეშუპებული და გაწითლებული ქუთუთოები გუნებას გვიფუჭებს. ხშირად ასეთ დისკომფორტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ დაღლილობის, ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარების ან ალერგიის შედეგია, რომელიც თავისით გაივლის. თუმცა რეალობაში, თვალის გაღიზიანება ყოველთვის ასე უწყინარი არ არის. სინამდვილეში, ჩვენი ყოველდღიური სილამაზის რიტუალები თუ […]

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას. პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილის და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის – ინოლა გურგულიას უნიკალური […]

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

Editor Dali
0
მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იდეების და მიზნების, რომელიც შენს მომავალს ქმნის. სწორედ ამ რწმენას ეფუძნება თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა – თიბისი კამპუსი. თიბისი კამპუსი, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და განივითარონ ის უნარები, რომლებიც თანამედროვე დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. წელს, თიბისი კამპუსი, ახალი ფორმატით დაბრუნდა და 18-24 წლის ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ […]

სინოდის სხდომა პატრიარქობის სამ კანდიდატს დღეს შეარჩევს

Editor Dali
0
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი. სინოდის თითოეულ […]

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Editor Dali
0
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ – Global Finance – თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა. საერთაშორისო ჯილდო თიბისის გადაეცა ინოვაციური სიახლეების დანერგვისთვის, რომლებიც მომხმარებლების გამოცდილებას აუმჯობესებს. თიბისის მიერ ხელოვნური ინტელექტის, ციფრული გადახდებისა და სხვა ინოვაციური სიახლეების დანერგვით, მომხმარებელი მასზე მორგებულ, პერსონალიზებულ გამოცდილებას იღებს, უფრო სწრაფად შეუძლია ტრანზაქციების განხორციელება, რაც მას უზოგავს დროს და ცხოვრებას უმარტივებს. Global Finance-მა თიბისის დამატებით ჯილდო გადასცა ბანკის მიერ დანერგილი ინოვაციისთვის  – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მინი და მიკრო სესხების გაცემის პროცესში. „ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance თიბისი დაგვასახელა ყველაზე ინოვაციურ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი ყველა ინოვაციის მიზანია – გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება. ამ ჯილდომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თიბისი არის საერთაშორისო კომპანია, რომელმაც საქართველოს ფინანსურ სექტორს საერთაშორისო […]