დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება. ტრამპთან ერთად ჩინეთში გაემგზავრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ასევე, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და მილიარდერი და პლატფორმა „იქსის” მფლობელი ილონ მასკი. როგორც ტრამპმა Air Force One-ის […]

დონალდ ტრამპი – გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ

Editor Dali
0
უკრაინაში ომის დასრულება ძალიან ახლოსაა, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ვფიქრობ, ეს ძალიან ახლოსაა. უკრაინაში ომის დასრულება. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ახლოსაა”, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ის მიმდინარე წელს რუსეთში ჩავიდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო […]

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

2026 წლის 11 მაისს, პარიზის დროით 23:25-ზე, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ- ეროვნულმა ასამბლეამ, ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მხარდაჭერიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, მიიღო რეზოლუცია „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურება”. 577-კაციანი ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რეზოლუციის მიღებას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 68 დეპუტატმა […]

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე იფიქრეთ, წვრილმანი საზრუნავი კი სამომავლოდ გადადეთ. კოლეგებთან ურთიერთობისას ეცადეთ კრიტიკისგან თავი შეიკავოთ, თორემ ახალ მტრებს შეიძენთ. ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები. პირველ რიგში, ეს მათ ეხება, ვისაც ვალები ან კრედიტები აქვს. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და უცხო კერძების დაგემოვნებისგან თავი შეიკავეთ. კურო თუ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაკმაყოფილებთ, […]

13 მაისის ამინდის პროგნოზი

13 მაისს, საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა +26 გრადუსი რუსთავშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი – +8 გუდაურში. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +20 – წვიმა სოხუმი +21 – წვიმა ზუგდიდი +22 – წვიმა მესტია +11 – წვიმა ფოთი +21 – წვიმა ბათუმი +21 – წვიმა ოზურგეთი +23 – წვიმა ქუთაისი +23 […]

შიო მესამე – გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს

Editor Dali
0
 ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა. „ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად, ერთობისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენ წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია, უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა, პასუხის მოძიება კითხვაზე, რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე, თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიო მღვიმელს, ღირს ალექსი სენაკელს (შუშანია), ვმადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოსპატრიარქობის ურთულეს გზაზე“, – განაცხადა შიო მესამემ. პატრიარქმა სინოდის მღვდელმთავრებს და ხალხს თანამდგომისთვის და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გითხრათ თქვენ, ჩვენს საყვარელ ხალხს, მრევლს ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანამდგომისთვის. მადლობა, მინდა, ვუთხრა, როგორც იტყოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჩვენს საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს ლოცვებისთვის, თანამდგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, – აღნიშნა შიო მესამემ.