უფლება გვაქვს, წელიწადში ერთხელ მაინც შევიკრიბოთ კორპორაციულ საღამოზე – სანქციების არავის ეშინია – დიმიტრი გვრიტიშვილი

ლიკა გოდერიძე
0
268
მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ – სანქციების არავის ეშინია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს რესტორან “ბაბილოსთან” განუცხადა, სადაც მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, პარალელურად კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამასთან, გვრიტიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ. „ყველას აქვს უფლება […]

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს – დაკავებულთაგან 5 პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – ომბუდსმენი

ლიკა გოდერიძე
0
212
11-12 იანვრის ღამეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. „მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე. […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში დადის, მათხოვრობს, სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს, ეს უნდა შეწყდეს, მოსაბეზრებელია – რობერტ ფიცო

ლიკა გოდერიძე
0
1.12K
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მოჰბეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“.   „ევროპაში დადის, უბრალოდ მათხოვრობს და სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს. ეს უბრალოდ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.   რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი, როდესაც საქმე ენერგიის მიწოდებას ეხებოდა.   საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, […]

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება – სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულ პირებს მოინახულებენ

ლიკა გოდერიძე
0
407
სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან – სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმადვე, სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას. “საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე […]

პოლიციამ ბათუმში აქციაზე „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა

თეა მოსაშვილი
0
785
პოლიციამ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა. გამოცემის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. „მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, – წერს „ნეტგაზეთი“.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

თეა მოსაშვილი
0
284
ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის, აქციების ყველაზე აქტიური მონაწილეები – ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, სტუდენტი მათე ცენტერაძე და სხვები. დაკავებების სერია საპროტესტო მსვლელობის დროს დაიწყო, როცა ერთ-ერთი მონაწილე თამთა აბულაძე დააკავეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თამთა აბულაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით […]