1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჰაკერებმა რუსულ რადიოებში საჰაერო თავდასხმის შეტყობინება გაავრცელეს
ჰაკერებმა რუსულ რადიოებში საჰაერო თავდასხმის შეტყობინება გაავრცელეს

ჰაკერებმა რუსულ რადიოებში საჰაერო თავდასხმის შეტყობინება გაავრცელეს

140
0

ჰაკერებმა რუსულ რადიოსადგურებში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად ქვეყნის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 

სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია საჰაერო იერიშის შესახებ ყალბია.  საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 10 ქალაქის რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცა.

 

„ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, რამდენიმე კომერციული რადიოსადგურის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ეთერში გავიდა ინფორმაცია სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ. ეს ინფორმაცია არის ყალბი და არ შეესაბამება რეალობას“, – ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს  განცხადებაში.