1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს როცა დააწესებს, ჩვენი ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით-დონალდ ტრამპი
გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს როცა დააწესებს, ჩვენი ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით-დონალდ ტრამპი

გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს როცა დააწესებს, ჩვენი ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით-დონალდ ტრამპი

882
0

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის მხრიდან აშშ-ის მიმართ ტარიფების დაწესების შემთხვევაში, აშშ დაუყოვნებლივ გაზრდის საპასუხო ტარიფებს იდენტური ოდენობით. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

„გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ როდესაც იგი აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ჩვენი საპასუხო ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით!“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები 21 დღეში შევა ძალაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა.