1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე, გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით, თითს გვიქნევს, რომ თუ არ მოვიქცევით ისე, როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დავისჯებით -შალვა პაპუაშვილი 
გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე, გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით, თითს გვიქნევს, რომ თუ არ მოვიქცევით ისე, როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დავისჯებით -შალვა პაპუაშვილი 

გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე, გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით, თითს გვიქნევს, რომ თუ არ მოვიქცევით ისე, როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დავისჯებით -შალვა პაპუაშვილი 

268
0

გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე, დღეს გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით, თითს გვიქნევს, რომ თუკი არ მოვიქცევით ისე, როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დავისჯებით. ასეთ აბსურდამდეა მისული, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მარიონეტები ხელისუფლებაში.

„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არის ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ჰპირდება ქართველ ხალხს, რომ იმოქმედებს გარედან მითითებების შესაბამისად. ჩვენ ხომ ამას გვსაყვედურობენ, რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც გვეუბნება რომელიმე ევროპარლამენტარი თუ რომელიმე პრესმდივნის მოადგილის თანაშემწე? წინასაარჩევნო კამპანიაც ხომ ამაზე იყო სინამდვილეში. სთავაზობდნენ ქართველ ხალხს, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ეტყვის რასა იუკნევიჩიანე. ეტყვის, დადექით ცალ ფეხზე, დადგებიან. ეტყვის, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაუწესებენ სანქციებს და დაანგრევენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ხომ ამას გვეუბნებოდნენ, გავაგზავნოთ მოხალისეები ომში, როცა არცერთმა ქვეყანამ არ გააგზავნა. ასეთი მოთხოვნები ჰქონდათ. ამას გვსაყვედურობენ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“, რომ ის არ მოქმედებს გარედან მომდინარე მითითებებით. შესაბამისად, პრობლემა ეს არის.

მთლიან ისტორიაში ვინც არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ბრიუსელი. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს იმ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც ჩაიდო მაშინ, როდესაც ის იქმნებოდა. ის ქცევა, რასაც ვხედავთ ქართველი ხალხის მიმართ, არ არის ახლოს ევროპულ ღირებულებებთან.

გვახსოვს ტექსტები და რეზოლუციები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეაფასეს როგორც პროგრესული რეჟიმი და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. პარალელურად, მიდის საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ვიხსენებთ მაშინდელ ტრაგედიებს, როცა რასა იუკნევიჩიანე ლიეტუვაში მინისტრი იყო. მისგან ვინმეს კრიტიკული სიტყვა გაუგია? დღეს რომ ბალტიის ქვეყნების მთავრობები იღვიძებენ საქართველოს შიდა პოლიტიკის კომენტარით, ერთი სიტყვა გაუღიათ მაშინ? არა. სინამდვილეში, ისინი მთლიანი ტრაგედიის თანამონაწილეებიც არიან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ამ რეჟიმს ამყარებდნენ მაშინ და ახლა სურთ მისი დახსნა ციხიდან. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ. ზუსტად იმ FARA-ს წყალობით, რომელიც დღეს ჩვენთანაც მოქმედებს, შემთხვევით გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს. ეს არის დღეს ევროპარლამენტი, როცა ამერიკიდან იწერება რეზოლუციის პროექტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.