1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის

გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის

305
0

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს.

გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.