1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი გახარიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა, პარტიულადაც ასე არიან, როგორც ნათელაშვილს ჰბაძავდნენ მინიონები, ისე ჰბაძავენ გახარიას მისი მინიონები -შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა, პარტიულადაც ასე არიან, როგორც ნათელაშვილს ჰბაძავდნენ მინიონები, ისე ჰბაძავენ გახარიას მისი მინიონები -შალვა პაპუაშვილი

გიორგი გახარიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა, პარტიულადაც ასე არიან, როგორც ნათელაშვილს ჰბაძავდნენ მინიონები, ისე ჰბაძავენ გახარიას მისი მინიონები -შალვა პაპუაშვილი

38
0

გიორგი გახარიას პარტია აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და „ლეიბორისტული პარტიის“, ყველანაირად დაემსგავსნენ მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნათელაშვილის მეთოდია, მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა.

„ორი რამე ამოძრავებს ჩვენს ოპოზიციას – უცხოელი პარტნიორებს მითითებები და ანგარება, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული. პარლამენტისთვის კარგიც იქნება რომ არ შემოვიდნენ, დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე ეკონომია ექნება პარლამენტს. ბევრი ბაქიბუქი ხომ ჰქონდათ გამართული, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ – აგერ მე, და აგერ თქვენ, ვნახოთ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ ეს პარტია აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და ლეიბორისტული პარტიის ნიშას. ყველანაირად დაემსგავსნენ ნათელაშვილს და ლეიბორისტულ პარტიას. მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა, ეს ნათელაშვილის მეთოდია. გახსოვთ, ყველა პარლამენტში ასე აკეთებდა, მერე პარლამენტის თავმჯდომარეებს წერილს წერდა – ე.წ. პარლამენტის, ე.წ. თავმჯდომარეს და რაღაცებს ითხოვდა ხოლმე. გიორგი გახარიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა, პარტიულადაც ასე არიან. როგორც ლეიბორისტულ პარტიაში ნათელაშვილის მინიონები მას ჰბაძავდნენ, მის პარტიაშიც ვხედავთ რომ მისი მინიონები გახარიას ჰბაძავენ. გიორგი გახარია ნათელაშვილის ადგილს იკავებს ყველაფერში წარმატებით, როგორც მანერებით, ისე პოლიტიკური სტილითა და გადაწყვეტილებებით. ალბათ მომწერს შემდეგ მე – ე.წ. პარლამენტის, ე.წ. თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს და ასეთ ცირკთან გვექნება საქმე. ადამიანი ამ ქვეყნის პრემიერი იყო და ამ დონეზე რომ დაეშვება, რაღაზე უნდა გვქონდეს საუბარი. თქვეს მანდატებზე უარს ვამბობთო? შეასრულონ თავიანთი სიტყვა. დადგება 25 ნოემბრის დღის მეორე ნახევარი და ვნახავთ, ამ ოპოზიციას რამდენად შეუძლია საკუთარი სიტყვის შესრულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ დღევანდელ გარემოში მისი პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს.