1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გიორგი გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი”- ირაკლი ქადაგიშვილი
“გიორგი გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი”- ირაკლი ქადაგიშვილი

“გიორგი გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი”- ირაკლი ქადაგიშვილი

230
0

გიორგი გახარიას განცხადება საქართველოში ოლიგარქიისა და კორუფციის დამარცხებაზე, არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, გახარია როდესაც ხელისუფლებიდან გაიქცა, ამის შემდეგ გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება პოლიტიკურად უსინდისო განცხადებაა, რადგან ამ ადამიანმა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი გაიარა. როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მისთვის ბიძინა ივანიშვილი შემდეგ გახდა ოლიგარქი. სწორედ ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა, საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს.