ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი -ისრაელის თავდაცვის მინისტრი
573
0
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა.
„ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაკეტილია“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელს “ადამიან-ცხოველებთან ბრძოლა უწევს, ამიტომ შესაბამისად უნდა იმოქმედოს”.
„ჩვენ ვებრძვით ადამიან-ცხოველებს და შესაბამისად ვიქცევით“, – აღნიშნა გალანტმა.