1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ, რადგან ეს ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ -ირაკლი გედენიძე
ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ, რადგან ეს ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ -ირაკლი გედენიძე

ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, გვირაბის კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში მისმენდნენ, რადგან ეს ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ -ირაკლი გედენიძე

1.08K
0

ღამის სამ საათზე სააკაშვილმა დამირეკა, ხვალ ჩადი გვირაბში და კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო. რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში უკვე მისმენდნენ, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

გედენიძის თქმით, გვირაბის ამბავი მხოლოდ მან, სააკაშვილმა და ჯანაშიამ იცოდნენ.

„გვირაბზე მოგვიყევი ყველაფერი, გაიხსენე გვირაბის ამბავი, რა ხდებაო. მართლა არ ვიცოდი, რა გვირაბი იყო, არ მახსენდებოდა. მითხრეს, გექნება დრო მოსაფიქრებლად, გვაინტერესებს გვირაბიცო. მთელი ღამე ვიფიქრე და გამახსენდა, რომ წინა პერიოდში, ღამის სამ საათზე, ოთხი იყო დაწყებული, ტელეფონი რეკავს, ვუპასუხე და პრეზიდენტი იყო. სახელით მომმართა, ხვალ ჩადი გვირაბში, დაათვალიერე, კედლებს შეხედე და შენ რომ გაქვს ლამაზი ფოტოები საქართველოს ხედებით, მთელ გვირაბზე გავაკეთოთ ჩქარაო და გამითიშა. ეს ხდება 26 მაისის შემდეგ. იქ ვმუშაობ და უნდა გავარკვიო, ეს გვირაბი რა არის. ვეკითხები დაცვის ბიჭებს, რომლებმაც მითხრეს, კი, არის რაღაც, მაგრამ რამდენად არის გვირაბი, არ ვიცითო. შემდეგ თემურ ჯანაშიას ვუთხარი, წუხელ დამირეკა პრეზიდენტმა და რა გვირაბია, როგორ უნდა გავაფორმო, სურათები უნდა ჩამოვკიდოთ, ასეთი დავალებაა-მეთქი. სასახლიდან მოსასვენებელ სახლამდე გადასახედი იყო, ჩამიყვანა, იქ არის აგურის კედლებიანი დერეფანი, რომელიც მიწაშია. ტექნიკური სამსახური ჩამოვიყვანე, გადავზომეთ, რამდენი ფოტო დაეტეოდა. ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში უკვე მისმენდნენ, რადგან გვირაბის ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ. სახლშიც არ იცოდნენ, სახლში ის არ იცოდნენ, მივლინებით სად მივდიოდი. შემდეგ გავაკეთე ასეთი დასკვნა, რომ ე.ი. მისმენდნენ. ამ გვირაბზე თუა ლაპარაკი, პრეზიდენტის საუბარი იცით-მეთქი, ვუთხარი. ჰოდა, მაგ გვირაბზე რაც არ უნდა გითხრათ, მოწმედ სასამართლოზე სააკაშვილი უნდა მოიყვანოთ-მეთქი“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.