1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის 17 დასახლებულ პუნქტს შეუტია – ომის 518-ე დღე
ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის 17 დასახლებულ პუნქტს შეუტია – ომის 518-ე დღე

ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის 17 დასახლებულ პუნქტს შეუტია – ომის 518-ე დღე

1.79K
0

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა ღამით ხარკოვის ოლქზე მიიტანეს იერიში.

ადგილობრივი მმართველობის ცნობით, ოკუპანტებმა, დრონების გამოყენებით, საწარმოო ობიექტები დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის ოლქში.

ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ 17 დასახლებულ პუნქტს შეუტია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ზრდის. კერძოდ, საუბარია „ლანცეტის“ ტიპის “კამიკაძე” დრონებზე.

მისივე თქმით, რუსეთმა დრონების წარმოების პროგრამა უკვე შექმნა და ამჟამად მას ავითარებს.

„წარმოების მოცულობები – პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ ეს ფაქტორია, რომელიც ჩამოსაწერი, ნამდვილად არ არის. რუსეთი აწარმოებს “ლანცეტებს”, ასევე შემოდის „შაჰედები“ და მალე ისინი განავითარებენ დრონების წარმოებას “, — განაცხადა იუსოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დრონების შეტევების მოსაგერიებლად უკრაინას ახალი შეიარაღება და საშუალებები სჭირდება.