გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკი ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიანა ჰოფმანმა განაცხადა, რომ ილონ მასკი თავისი განცხადებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ფედერალურ არჩევნებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის სპიკერმა ასევრ აღნიშნა, რომ ილონ მასკი თავისუფალია საკუთარი აზრის გამოხატვაში და დასძინა, რომ „ბოლოს და ბოლოს, აზრის თავისუფლება ასევე ვრცელდება ყველაზე დიდ სისულელეზე“.
გერმანულმა გაზეთმა Welt am Sonntag-მა გამოაქვეყნა ილონ მასკის სტატია, რომელშიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შეაფასა, როგორც „იმედის ბოლო ნაპერწკალი“ გერმანიისთვის.
ილონ მასკის თქმით, გერმანია ეკონომიკური და კულტურული კოლაფსის ზღვარზეა და მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანია გადაარჩინოს.