
გებელსისეული პროპაგანდის არსი, დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ, აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა “რუსული” იქცა-მამუკა მდინარაძე
აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს ვიდეოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და უცხოელი პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადადებებია მოყვანილი.
„გებელსისეული პროპაგანდის არსი – დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ!
ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს – ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს…
რუსული, რუსულმა, რუსულს… ამასობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ“, – წერს მამუკა მდინარაძე.