„გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა ჩვენი ფულის ქურდობაა“ – პესკოვი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმა, კომპენსაციის სახით უკვე დაიწყო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ამ ინიციატივის ფარგლებში, ქვეყანას უკვე 1.4 ევროთი დაეხმარა.
პესკოვის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინისთვის გადაცემა „ქურდობაა“.
„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს არაკანონიერი ქმედებაა. ამას აუცილებლად მოჰყვება იურიდიული შედეგები. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკანონო ექსპროპრიაცია – რუსულ ენაზე, ჩვენი ფულის, ჩვენი ქონების ქურდობა“, – ამბობს პესკოვი.
შეგახსენებთ, G7-ის სახელმწიფოებმა ივნისში გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრეტიდის მისაცემად უნდა გამოეყენებინათ დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები, რომლებიც დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში არის იმობილიზირებული.