1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი
გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი

გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი

79
0

„გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.

„ევრობიუროკრატიამ რაც დათესა, იმას იმკის. ევრობიუროკრატები აკეთებდნენ უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სასამართლოს, საერთაშორისო ინსტიტუტებს ჰქონდათ პოზიტიური შეფასებები, ხან ვინ გამოჰყავდათ და ხან რა რეზოლუციებს იღებდნენ, რომ ვითომ, საქართველოში იყო უკუსვლა. ახლა გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში ეს პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო.

რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, ჩვენ უკვე სამი წლის წინ – 2022 წელს ვამბობდით”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.