განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას-პაველ ჰერჩინსკი
განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს, საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
პაველ ჰერჩინკის კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს მიმართ შესაძლო სანქციების შესახებ.
მისივე თქმით, მისივე თქმით, 24 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეხვდებიან და გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ.
„როგორც ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, თუ უცხოური გავლენის კანონი იქნებოდა მიღებული, სამწუხაროდ იქნებოდა შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, კანონი საბოლოოდ ამოქმედდა. ჩვენ 27 წევრ ქვეყანას შორის დავიწყეთ შიდა განხილვა შედეგებთან დაკავშირებით. წევრმა ქვეყნებმა უთხრეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მოამზადონ მენიუ სხვადასხვა ზომებისთვის, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, როგორც შედეგი. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან მოისმინეთ, ყველა ვარიანტი განიხილება. ყველა ვარიანტი ზუსტად ნიშნავს ყველა ვარიანტს. წევრი ქვეყნები განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტს. ვიმედოვნებ, 24 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეხვდებიან ლუქსემბურგში, ისინი შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას, რა ვარიანტი უნდა განხორციელდეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო ევროკავშირის საბჭო ივნისის ბოლოს ასევე განიხილავს საქართველოს საკითხს. შემიძლია ველოდო, თუ ლიდერები ვარიანტებს განიხილავენ, შემდეგ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენი მხრივ, გვინდა მივაღწიოთ,რომ არ დაისაჯონ საქართველოს მოქალაქეები. ყველა ვარიანტი ნიშნავს ყველა ვარიანტს და მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს. ეს არის არა ჩემი, არამედ 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.