1. Home
  2. TOP სიახლე
  3. განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული – მთავარია, წინ გავიხედოთ – პრემიერი
განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული – მთავარია, წინ გავიხედოთ – პრემიერი

განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული – მთავარია, წინ გავიხედოთ – პრემიერი

93
0

განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული – ლაშა ბუღაძის პიესები ვასწავლოთ და ძალიან კარგად დავინახავთ, როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, განათლების სისტემაში „ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული, რომელიც ბოლომდე უნდა შეიცვალოს“.

„განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული. ეს ფესვები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. მთავარია, წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები. საქართველოში განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს ფესვები, რაც ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ და რაც როგორც ჩანს, დღემდე აქვთ შემორჩენილი, უნდა ჩაიხსნას. თავიდან ბოლომდე გადაიხედება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითოეული სახელმძღვანელო. მართლა გამაოგნებელია იმ ლიტერატურის სავალდებულო პროგრამაში არ არსებობა, რაზეც საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია. ამას თუ არ ასწავლი, მაშინ ლაშა ბუღაძის პიესები ვასწავლოთ და ძალიან კარგად დავინახავთ, როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები. ეს მართლაც გამაოგნებელია. გამაოგნებელია ფსევდო ლიბერალების ფესვები, რაც რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა შეიცვალოს. საქართველოში განათლების სისტემაში სავალდებულო პროგრამას უნდა დაუბრუნდეს ის საკითხები, რაც აუცილებელია პატრიოტის აღზრდისთვის და იდენტობის პატივისცემით გამსჭვალული ადამიანის აღზრდისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.