1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- გია ვოლსკი “ქოლცენტრების” საქმეზე
“გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- გია ვოლსკი “ქოლცენტრების” საქმეზე

“გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- გია ვოლსკი “ქოლცენტრების” საქმეზე

219
0

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განაცხადებით, „ქოლცენტრების“ საქმეზე მიმდინარე  გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს.

“ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ძალები, ფაქტობრივად, გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- აცხადებს გია ვოლსკი

მისი თქმით, „ბიბისის“ გამოძიებამ კონკრეტული მასალები დადო, რაც შეიძლება უკვე წარმოჩინდეს, როგორც ბრალდების საფუძველი.

„რასაკვირველია, რადიკალური ოპოზიციის ფუთფუთი გასაგები ხდება იმ თვალსაზრისით, რომ გამორიცხულია, რომ კეზერაშვილი, რომელიც პოლიტიკური მფარველია ოპოზიციის, რა საკვირველია, ისინი მოინდომებენ იმას, რომ გამოძიებიდან აქცენტები გადმოტანილი იყოს საპარლამენტო კომისიაზე. მათი გააფთრებული მოთხოვნის საფუძველი სწორედ ეს შეიძლება იყოს. გიორგი გახარიას გუნდი ცდილობს, ამ თემას გაემიჯნოს, რადგან სწორედ გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს წარმოიშვა და გაფართოვდა ეს თემა. ზოგიერთი გამიჯვნის და ზოგიერთიც ინფორმაციის მოზიდვის მიზნით გააფთრებულად ითხოვს კომისიის შექმნას