1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,გამოაშკარავდება ვინ უჭერს მხარს იმას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” – სარჯველაძე
,,გამოაშკარავდება  ვინ უჭერს მხარს იმას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” – სარჯველაძე

,,გამოაშკარავდება ვინ უჭერს მხარს იმას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” – სარჯველაძე

295
0

„დღეს ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველო შარშანაც, წელსაც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამით გამოაშკარავდება რეალურად, ვინ უჭერს მხარს იმას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ამ პროცედურის დადებითი მხარე არის, რომ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება, რეალურად ვინ უჭერს მხარს იმ რიტორიკის ლობირებას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. დღეს ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველო შარშანაც, წელსაც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ყველა, ვინც ოპოზიციიდან იძახის საპირისპიროს, შეუძლია ახლა დადგეს და შეეწინააღმდეგოს იმპიჩმენტის პროცედურას. ამას გამოააშკარავებს რეალურად ეს პროცედურა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, ვისთვის ევროინტეგრაცია ლოზუნგია მხოლოდ და ვისთვის ნაკეთები საქმე და წინ წაყვანილი ქვეყანა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.