1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა არის ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება”- ზელენსკი
“გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა არის ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება”- ზელენსკი

“გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა არის ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება”- ზელენსკი

234
0

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა აბსურდულია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტ სახელმწიფოს მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა აჩვენებს, რომ გლობალური ინსტიტუტები გაკოტრებულ მდგომარეობაში არიან და მათი რეფორმირება აუცილებელია.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს აბსურდული და დესტრუქციული ამბავი. დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ დაიწყო თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა – ხუთი თვის ბიჭი. მას დანილო ერქვა. და ამასთან, რუსეთი არის გაერო-ში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ეს არის არაფერი, თუ არა ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება. არ არსებობს ტერორის ის ფორმა, რომლისთვისაც რუსეთს ჯერ არ მიუმართავს. და არ იქნება მიზეზი, რომ შეჩერდეს გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმა, რომელიც მომწიფდა, რათა ტერორისტ სახელმწიფოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელსაც სურს, იყოს ტერორისტი, არ შეეძლოს მსოფლიოს განადგურება“,- განაცხადა ზელენსკიმ.