1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო“ – MASSIVE ATTACK
„გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო“ – MASSIVE ATTACK

„გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო“ – MASSIVE ATTACK

515
0

ჯგუფი MASSIVE ATTACK-ი საქართველოში კონცერტის გაუქმების მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.

ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი“, – ნათქვამია განცხადებაში.