1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – The Daily Telegraph
„ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – The Daily Telegraph

„ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – The Daily Telegraph

119
0

„ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან მათი საჯარო ხმამაღალი მოთხოვნებით დონალდ ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ბენ რეილ-სმიტი), რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება – კრიტიკული განცხადებებით შეიძლება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტს ზიანი მიადგეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბრიტანელმა ჩინოვნიკებმა მოუწოდეს ევროკავშირის ლიდერებს, რომ „შეწყვიტონ უსარგებლო პოლემიკა“ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაზე სამიტის წინ, რომ სამიტს რაიმე ზიანი არ მიადგეს.

ლონდონში სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი იმ განცხადებებით, რომლებსაც ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და კაია კალასი უკრაინის მომავლის შესახებ აკეთებენ. ამ შეშფოთებების მიზეზები იმით გამოიხატება, რომ საჯარო ზეწოლამ აშშ-ის პრეზიდენტზე [რომ მან უკრაინის ინტერესები აუცილებლად უნდა დაიცვას] შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღოს და ევროპა მოლაპარაკების პროცესიდან სრულიად გამოირიცხოს.

სიტუაციის მცოდნე გარკვეული წყაროები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეგნებულად თავს იკავებს ოფიციალურ საჯარო კომენტარებისაგან მას შემდეგ, რაც შაბათს ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ახლა უპირატესობას კულისებში მუშაობას ანიჭებს. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანს ორშაბათის ბრიფინგზე საერთოდ არ უხსენებია ალასკის სამიტზე ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობის აუცილებლობა, თუმცა ერთობლივ განცხადებაში ეს მოთხოვნა კატეგორიულად არის გაცხადებული.

დაუნინგ-სთრითზე დიდი ხანია იციან, რომ დონალდ ტრამპზე გავლენის მოხდენის მიზნით ყველაზე კარგი წესია ღია არხების ნაცვლად დახურული არხების გამოყენება. როგორც ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ანონიმურად განუცხადა „დეილი ტელეგრაფს“, „ისეთი საჯარო არასასარგებლო საჯარო პოლემიკა“ ალასკის სამიტის ირგვლივ, „როგორსაც რიგი ევროპელი ლიდერები ახორციელებენ“, ლონდონის შეშფოთებას იწვევს. „ჩვენი ევროპელი კოლეგებისაგან განსხვავებით, ჩვენ ამერიკელებს რაიმე მოთხოვნებს საჯაროდ არ ვუყენებთ. ევროპელების ბევრი მოქმედება ისეთია, რომ თუ ევროპელები გააგრძელებენ პრეტენზიების გამოცხადებას და ე.წ. „წითელი ხაზების“ გავლებას, დიდი რისკი არსებობს აშშ და პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაბრაზდეს“, – განმარტა წყარომ.

როგორც ცნობილია, ალასკაზე დაგეგმილი პუტინისა და ტრამპის სამიტის მთავარი თემა უკრაინის ბედის განსაზღვრა იქნება. ეს იქნება პრეზიდენტების პირველი სეხვედრა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. სამიტზე განსახილველი საკითხის დეტალები კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუმცა საკვანძოდ ითვლება მოსკოვის მოთხოვნა რუსეთისათვის უკრაინის ტერიტორიების გადაცემის თაობაზე, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

უკრაინის მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერთა ერთობლივად გაკეთებული განცხადების შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკოსი თავიანთ კერძო ღია კომენტარებით უფრო შორს წავიდნენ.  

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მკაცრი ტონით მოსთხოვა დონალდ ტრამპს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტში მონაწილეობის ნება დართოს: „აქტიურად ვემზადებით ამ სამიტისათვის და ვითხოვთ, რომ მასში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა მონაწილეობდეს“.

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კაია კალასიც ითხოვს, რომ ზელენსკი ალასკაზე მიიღონ: „ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ უკრაინის ტერიტორიის საკითხი უკრაინელი ლიდერისა და ევროპელების ზურგს უკან იქნას განხილული“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „იქს-ქსელში“ ასე დაწერა: „უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე არ უნდა გადაწყდეს. რადგან საკითხი ევროპის უსაფრთხოებას ეხება, სამიტში ევროპელებიც უნდა იქნენ ჩართულნი“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კი საჯარო კომენტარებისაგან თავს იკავებს, თუმცა უქმად არ არის – მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკებებს დახურულ კარსმიღმა აწარმოებს და ცდილობს გარკვეული გავლენა მოახდინოს მოვლენებზე.

დონალდ ტრამპზე, როგორც ჩანს, მოწოდებებს ვოლოდიმირ ზელენსკის თაობაზე, რომ უკრაინელი ლიდერიც უნდა წაიყვანოს ალასკაზე, მაინცდამაინც შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მან ორშაბათის პრეს-კონფერენციაზე ეს იდეა უარყო და განაცხადა, რომ სამიტის შემდეგ ზელენსკისაც ეტყვის და ევროპელ ლიდერებსაც, თუ რაზე ილაპარაკებს ვლადიმერ პუტინთან.

ბრიტანელი პრემიერის ასეთი ტაქტიკა სხვა შემთხვევებსაც ეხმაურება, როცა კირ სტარმერმა და მისმა გუნდმა დახურული არხებით სარგებლობა ამჯობინეს დონალდ ტრამპზე გავლენის მოსახდენად. მაგალითად, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში „საქმე გაურჩიეს“, ბევრმა ევროპელმა ლიდერმა მის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატა, კირ სტარმერი კი მხოლოდ სატელეფონო საუბრით შემოიფარგლა.

წყარო

 

მოამზადა სიმონ კილაძემ